მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს პორტების ტვირთბრუნვა შემცირდა - სარკინიგზო გადაზიდვები გაიზარდა

2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მოქმედი პორტებისა და ნავსადგურების ტვირთბრუნვა შემცირდა. საქსტატის ანგარიშის თანახმად, პირველ კვარტალში ქართული პორტები 3.4 მილიონ ტონა ტვირთებს მოემსახურნენ, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-ით ნაკლებია. საქსტატის ინფორმაციით, ტვირთის 45.7 პროცენტი ზოგადი სახის (გენერალური) ტვირთი იყო, 31.1 პროცენტი - თხევადი ტვირთი, ხოლო 23.2 პროცენტი - ნაყარი ტვირთი. პორტებისგან განსხვავებით გაზრდილია საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა. 2024 წლის I კვარტალში, საქართველოს რკინიგზის მეშვეობით 3.2 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვა მოხდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.5%-ით მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები