საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატს გიორგი სახოკია უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაცია bm.ge-ის მთავრობის პრეს-სამსახურში დაუდასტურეს.
ის გახარიას შს მინისტრობის დროს შს სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი იყო.
გიორგი სახოკიამ პრემიერის აპარატის უფროსის პოსტზე შეცვალა ნათია მეზვრიშვილი, რომელიც ამჟამად მთავრობის ადმინისტრაციის უფროსია.
შეგახსენებთ: მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, პრემიერის აპარატს გიორგი ჭოლაძე ხელმძღვანელობდა; მთავრობის ადმინისტრაციას კი - კახა კახიშვილი, რომელმაც პრემიერის მრჩევლის პოსტზე გადაინაცვლა.