მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს პრემიერმინისტრი ბიზნესს მიმართავს

5b910440d1238
BM.GE
06.09.18 14:31
2345
საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ბიზნესს მიმართავს. პრემიერი მოუწოდებს კომპანიებს, აქტიურად ჩაერთონ დღგ-ს ავტომატური დაბრუნების სისტემაში. მისი თქმით, მათი გეგმაა, რომ წლის ბოლომდე ნახევარი მილიარდი ლარი დააბრუნონ.

მამუკა ბახტაძის თქმით, მას ესმის, რომ დღგ-ს უკან დაბრუნება წინა წლებში კომპანიაში ფინანსური პოლიციის შესვლას ნიშნავდა, რამაც სერიოზულად დააზიანა გარემო.

„დღგ-ს ავტომატურ რეჟიმში უკიან დაბრუნების სისტემით 280 მილიონი ლარია დაბრუნებული. მაგრამ აქაც არსებობს გარკვეული სტერეოტიპები. სამწუხაროდ, წინა მთავრობის მმართველობის პერიოდში ძალიან მტკივნეული გამოცდილება აქვს ქართულ ბიზნესს დღგ-ს დაბრუნების პროცედურებათან დაკავშირებით. დღგ-ს დაბრუნება პირდაპირ კავშირში იყო, რომ საწარმოში უნდა შესულიყო საგადასახადო ორგანოები, ან უმრავლეს შემთხვევაში ფინანსური პოლიცია. ეს იყო ძალიან მავნე პარქტიკა, რომელმაც ქართული ბიზნესი ძალიან დააზარალა.

მე მსურს მოვუწოდო ჩვენს მეწარმეებს და ქართულ კომპანიებს- უფრო იაქტიურეთ. შეავსეთ განაცხადები. ჩვენი მიზანია, რომ მიმდინარე წელს ნახევარ მილიარდ ლარამდე დაბრუნება მოხდეს ქართული კომპანიებისთვის.

ეს პროცესი არის ძალიან მარტივი და კომფორტული. მესმის, რომ წარსულის გამოცდილება არის ძალიან მძიმე, მაგრამ უნდა ჩამოვაყალიბოთ თანამედროვე, ახალი, სამართლიანი თამაშის წესები“,- აცხადებს მამუკა ბახტაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები