მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 09:10 საათზე, ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდება, რის შემდეგაც, 10:00 საათზე, ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სამუშაო ვახშამზე ნატო-ს გენერალურ მდივანს გუშინ უმასპინძლა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა იენს სტოლტენბერგს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ნატო-ს მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა.
მხარეებმა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი ალიანსის ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა.

























