მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს პრეზიდენტი "ბლუმბერგის" ბიზნესფორუმის მიღებას დაესწრო

5d8b70b5075aa
BM.GE
25.09.19 17:46
929

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ,,ბლუმბერგის“ ბიზნესფორუმის ფარგლებში გამართულ მიღებას დაესწრო, რომელსაც  ნიუ-იორკის ყოფილი მერი მაიკლ ბლუმბერგი მასპინძლობდა.

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.


"ღონისძიების ფარგლებში პრეზიდენტს შესაძლებლობა ჰქონდა, შეხვედროდა ბიზნესწრეების წარმომადგენლებს. სალომე ზურაბიშვილმა გამართა შეხვედრა ჯეიმს ჯიანოპულოსთან, Paramount Pictures -ის აღმასრულებელ დირექტორთან, რომელსაც პრეზიდენტმა სახელმწიფო პროგრამის “გადაიღე საქართველოში” პირობები გააცნო. ჯეიმს ჯიანოპულუსმა დიდი დაინტერესება გამოხატა აღნიშნული პროგრამის მიმართ. მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

პრეზიდენტმა საქართველოს უნიკალურ გეოგრაფიულ მრავალფეროვნებაზე, არქიტექტურასა და ხელმისაწვდომ ბიზნესსერვისებზე ისაუბრა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები