საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოთხშაბათს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 201 აუდიტორიაში, სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება.
შეხვედრა ,,კონსტიტუცია ყველასია“ კამპანიის ფარგლებში შედგება. პრეზიდენტი საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით სტუდენტების მოსაზრებებს მოისმენს.
კამპანია "კონსტიტუცია ყველასია" ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა უკვე გამართა რამდენიმე შეხვედრა რეგიონებში. გიორგი მარგველაშვილი გასულ კვირას ქუთაისელ სტუდენტებს შეხვდა.

























