მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

577b690c2399f
BM.GE
05.07.16 11:57
1189
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა და პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა მაია მელიქიძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში ფრანსუა პეჰშოსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს.

ფრანსუა პეჰშო უფლებამოსილების შესრულებას მიმდინარე წლის ივლისიდან შეუდგა. მან აზიმ სადიკოვი შეცვალა, რომელიც ასევე ესწრებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას.

მხარეებმა განიხილეს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუშაობისა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილ წარმომადგენელს აზიმ სადიკოვს წლების განმავლობაში გაწეული მუშაობისათვის და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მჭიდრო, გამჭვირვალე და აქტიური თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ ურთიერთობის შედეგად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის ბევრი დადებითი ნაბიჯი გადაიდგა.

საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა ფრანსუა პეჰშომ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ყველა მნიშვნელოვან საკითხზე მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვა და მადლობა გადაუხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციას ქვეყანაში ინსტიტუციების გამართულ მუშაობაში შეტანილი წვლილისათვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები