მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს პრეზიდენტის საიმპიჩმენტო კვირეული?

დამდეგ კვირას ცნობილი გახდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტის მიმართ საიმპიჩმენტო პროცედურების დაწყების შესახებ. ხვალინდელი გადაწყვეტილება რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში გამოცხადდება დიდად არ ცვლის არაფერს: ის ან დაადასტურებს სისტემაზე მმართველი პოლიტიკური პარტიის ზეგავლენას, ან შედარებით პოზიტივში გადაიყვანს ქართული სასამართლო სისტემის რეპუტაციას,რომლის გამოსწორებაზეც არც და ვერც ზრუნავენ თავად ამ სისტემის მესვეურები და მოსამართლეებიც. ხვალინდელი გადაწყვეტილება დიდად არაფერს ცვლის თავად საქართველოს პრეზიდენტისთვისაც, რადგან პრეზიდენტი ზურაბიშვილის მიმართ შესაძლოა იმპიჩმენტის და გადაყენების პროცედურები მხოლოდ დაინიცირდეს, ანუ დაიწყოს, რაც ცალკე მნიშვნელოვანი და საინტერესო პოლიტიკური ლაკმუსის მდგენელი პროცესი იქნება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების და არჩევნების წინ ქართული რეალობისთვის.