საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის 25 კანდიდატი მონაწილეობს.
ცესკო-ს ინფორმაციით, 25 კანდიდატიდან 19 - პოლიტიკური პარტიის, ხოლო 6 - ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერაა წარდგენილი.
არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია 3 703 საარჩევნო უბანი. მათ შორის 55 - საზღვარგარეთ, 11 კი - გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი.
ორი საარჩევნო უბანი გახსნილი იყო ავღანეთში იქ მოსამსახურე ქართველი სამხედროებისთვის, სადაც უკვე ჩატარდა კენჭისყრა და აღნიშნული ხმები დაითვლება 28 ოქტომბერს საქართველოში კენჭისყრის დასრულების შემდეგ.
საქართველოს მოქალაქეები დღეს პირდაპირი წესით ბოლოჯერ და 6 წლის ვადით აირჩევენ პრეზიდენტს.