საქართველოს პრეზიდენტს ახალი საპარლამენტო მდივანი ჰყავს. სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა განკარგულებას საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე თამარ ტყეშელაშვილის დანიშვნის შესახებ.
ტყეშელაშვილი 2020 წლის სექტემბრიდან იყო საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში.
დიმიტრი გაბუნია კი, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა.