მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს პროკურატურა TBC -ზე: "საქმე გრიფირებული არ არის"

5c78d9c9567c9
თამუნა ქემერტელიძე
01.03.19 11:03
1358
საქართველოს პროკურატურა bmg-თან თიბისი ბანკის საქმეზე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატის განცხადებას ეხმაურება. მათი თქმით, საქმე გრიფირებული არაა.

ხაზარაძისა და ჯაფარიძის ადვოკატის - ზვიად კორძაძის საადვოკატო ბიუროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ვკითხულობთ, რომ გამოძიება მიმდინარეობს გრიფით საიდუმლო.

“გამოძიება მიმდინარეობს გრიფით საიდუმლო. საქმეზე არავინაა ბრალდებული. ამ დროს პროკურატურა დრო დადრო აკეთებს განცხადებას მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით, აქვეყნებს მათი მოწმედ დაკითხვის ჩვენებებიდან ამოგლეჯილ ფრაზებს. მაშინ, როცა მათ როგორც მოწმეებს, მოქმედი კანონმდებლობით არათუ საქმის მასალების ნახვის, საკუთარი ჩვენების ასლის მიღების უფლებაც არ აქვთ”-ნათქვამია მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატის მიერ გავრცელბულ განცხადებაში.

bmg-აგრძელებს თემაზე მუშაბაობას და დეტალების გარკვევას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები