საქართველოს რაგბის კავშირი, ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილის გადადგომის შესახებ ინფორმაციას უარყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად რაგბის კავშირი ავრცელებს.
"საქართველოს რაგბის კავშირი უარყოფს სხვადასხვა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილის გადადგომის შესახებ.
საქართველოს ნაკრები დღეს დაბრუნდა მსოფლიო თასიდან და რაგბის კავშირის ხელმძღვანელობა, გამგეობის და სამწვრთნელო შტაბის ჩართულობით უახლოეს დღეებში დაიწყებს ტურნირის არადამაკმაყოფილებელი შედეგების ანალიზს, მათი მიზეზისა და საპასუხო ნაბიჯების განსასაზღვრად.
ეს პროცესი უახლოეს პერიოდში დასრულდება და შედეგებიც დაუყოვნებლივ გასაჯაროვდება", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.