მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს რაგბის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კლოდ სორელი გარდაიცვალა

კლოდ სორელი გარდაიცვალა

ქართული რაგბის ერთ-ერთი უდიდესი ფიგურა და ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კლოდ სორელი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფრანგ სპეციალისტს ქართული რაგბის განვითარებაში უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი, ის პირველად 1997 წელს ეროვნულ 7-კაცა ნაკრებს ჩაუდგა სათავეში, ხოლო 1999 წლიდან უკვე ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა. მისი დამრიგებლობით 2001 წელს საქართველომ პირველი ერთა თასი მოიგო, ხოლო 2003 წელს პირველად ვიასპარეზეთ მსოფლიოს ჩემპიონატზე.

მას ქართული რაგბის აღორძინებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის, რადგან ინფრასტრუქტურის არ მქონე ქვეყანაში, მაინც ახერხებდა მაღალი დონის სავარჯიშო სესიების ჩატარებას და მისივე რეკომენდაციით დაახლოებით 80 ქართველი მორაგბე წავიდა საფრანგეთში, რის შემდეგაც ქართველებისა და ფრანგების სარაგბო ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდა.

2001 წელს რაგბის საერთაშორისო საბჭომ ის წლის მწვრთნელის ნომინაციაზე წარადგინა.

ასეთი დამსახურებისთვის, 2022 წელს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სორელს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის უმაღლესი ჯილდო - "ბრწყინვალების ორდენის კავალერის წოდება" უბოძა და ქართული პასპორტიც გადასცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები