საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 819 425 ბინა/საცხოვრებელ ფართზე რეგისტრირებულია 715 251 საქართველოს მოქალაქის საკუთრების/ თანასაკუთრების უფლება.
საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა სააგენტოს სადეპუტატო კითხვებით მიმართა:
- საქართველოს მოქალაქეობის მქონე რამდენ პირს აქვს რეგისტრირებული უძრავი ქონება საქართველოში?
- საქართველოს რამდენ მოქალაქეს აქვს რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი (სასოფლო/არასასოფლო) საკუთრებაში?
- საქართველოს რამდენ მოქალაქეს აქვს რეგისტრირებული საკუთრება ბინების, შენობა ნაგებობების სახით?
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული პროგრამის მონაცემებით, 2 374 018 საქართველოს მოქალაქის საკუთრების/თანასაკუთრების უფლება რეგისტრირებულია 3 273 188 უძრავ ნივთზე.
რაც შეეხება სხვა სტატისტიკურ მაჩვენებლებს:
• 1 322 059 სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელზეც არ არის განთავსებული შენობა-ნაგებობა, რეგისტრირებულია 1 188 906 საქართველოს მოქალაქის საკუთრების/თანასაკუთრების უფლება; ხოლო 763 388 სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელზეც განთავსებულია შენობა-ნაგებობა, რეგისტრირებულია 1 197 441 საქართველოს მოქალაქის საკუთრების/თანასაკუთრების უფლება;
• 35 915 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელზეც არ არის განთავსებული შენობა-ნაგებობა, რეგისტრირებულია 34 982 საქართველოს მოქალაქის საკუთრების/თანასაკუთრების უფლება; ხოლო 149 567 არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელზეც განთავსებულია შენობა-ნაგებობა, რეგისტრირებულია 175 526 საქართველოს მოქალაქის საკუთრების/ თანასაკუთრების უფლება;
• 819425 ბინა/საცხოვრებელ ფართზე რეგისტრირებულია 715 251 საქართველოს მოქალაქის საკუთრების/ თანასაკუთრების უფლება;
• სხვა სახის 182 834 უძრავ ნივთზე (ხაზობრივი ნაგებობა, არასაცხოვრებელი ფართი, კომერციული ფართი და ა.შ.) რეგისტრირებულია 137 962 საქართველოს მოქალაქის საკუთრების/თანასაკუთრების უფლება.