მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს რეგიონები ყველაზე მაღალი ბიზნეს აქტივობით

5b3077a472fdc
BM.GE
25.06.18 09:30
974
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, მაისში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 4 818 ერთეული შეადგინა, რომელთა შორის 97.8% სამეწარმეო სუბიექტია, ხოლო 2.2% - არასამეწარმეო სუბიექტი.

მაისში დაფიქსირდა ზრდა წინა თვესთან (15.7%-ით), ხოლო კლება წინა წლის იმავე თვესთან (0.2%-ით) შედარებით. 2018 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა გაიზარდა 16.4%-ით, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 8.6%-ით შემცირდა. მსგავსი ტენდენცია დაფიქსირდა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით: სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა გაიზარდა 0.3%-ით, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 17.2%-ით შემცირდა.

მაისში ბიზნეს სუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმის (2 212 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 45.9%) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (2 437 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 50.6%) სახით. როგორც ჩანს, ბიზნეს სუბიექტთა 96.5% მხოლოდ აღნიშნულ სამართლებრივ სტატუსებს ანიჭებს უპირატესობას. ამავე თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა: 105 არასამეწარმეო იურიდიული პირი, 14 უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, 13 სააქციო საზოგადოება, 29 კოოპერატივი და 1 უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი. მაისში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობის მიხედვით გამოიყო ტერიტორიული ერთეულების ტოპ ათეული და გამოვლინდა აღნიშნული მონაცემების ზრდა/კლების ტენდენცია წინა თვესთან და წინა წლის იმავე თვესთან შედარებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები