მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს რეგიონებში "ზრდის ჰაბების" ამოქმედება იგეგმება

5ce7d95cdc95e
ელენე გოგბერაშვილი
24.05.19 16:10
885
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელის, მიხეილ ხიდურელის განცხადებით, რეგიონებში „ზრდის ჰაბები“ მოეწყობა, სადაც მეწარმეები ერთი ფანჯრის პრინციპით მათთვის საჭირო კონსულტაციების მიღებას შეძლებენ.

„ძალიან მალე ჩვენ წარგიდგენთ ახალ პროგრამას. იგეგმება რეგიონებში „ზრდის ჰაბების“ გაკეთება. ეს არის ინგლისის მოდელი, რომელიც ბრიტანეთში ყველა რეგიონში ფუნქციონირებს, სადაც საშუალება აქვთ მეწარმეებს ერთი ფანჯრის პრინციპით მივიდნენ და მიიღონ ნებისმიერი სახის კონსულტაცია.
თუ აქამდე იყო მოკლევადიანი ტრენინგები, ახლა ჩვენ რეგიონებში გვექნება ადგილი, სადაც მეწარმეებს საშუალება ექნებათ, რომ გაზარდონ და განავითარონ თავიანთი ბიზნესი და გაუზიარონ ერთმანეთს წარმატება“-განაცხადა მიხეილ ხიდერელმა აჭარის ბიზნესთან შეხვედრაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები