მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოს რეგიონში BPO-ს ჰაბად გახდომის დიდი რესურსი აქვს“ - გიორგი დარჩიაშვილი

626fb3f1b8d73
ვიქტორია მღებრიშვილი
03.05.22 09:40
1879
TBC-ის მსხვილი და საშუალო კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსის გიორგი დარჩიაშვილის შეფასებით, საქართველოს ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის ჰაბად გახდომის დიდი რესურსი აქვს. მან ამის შესახებ გადაცემა "Forbes კვირაში“ „ბიზნეს კონცეპტის“ რუბრიკაში ბიზნეს პროცესების აუთსორს კომპანიების შესაძლებლობებზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი დარჩიაშვილი ამბობს, რომ რეგიონში არსებული ვითარების გათვალისწინებით საქართველოს საერთაშორისო კომპანიების მოზიდვის ბევრი უპირატესობა აქვს.

„საქართველოს რეგიონში ამ მიმართულებით ჰაბად გახდომის დიდი რესურსი აქვს. ამ ყველაფერს ერთვის ისიც, რომ რეგიონში ომია და მრავალი საერთაშორისო კომპანია, რომელიც უკრაინაში ოპერირებდა, უსაფრთხო და სტაბილურ გარემოს ეძებს. ამ კუთხით რამდენიმე ძლიერი ფაქტორი გვაქვს ჩვენ - ეს არის უსაფრთხოება, სახელმწიფო მხარდაჭერა და პროგრამები, საგადასახადო სისტემა და იაფი მუშახელი.

„აწარმოე საქართველოს“ სახელმწიფო პროგრამებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში განსაკუთრებულად დიდი როლი უკავიათ“, - აღნიშნა გიორგი დარჩიაშვილმა.

TBC-ის მსხვილი და საშუალო კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსი საქართველოში BPO-ს მიმართულებით „მეიჯერელ საქართველოს“ გამორჩეული პოზიციის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს: „მეიჯერელ საქართველოს ბიზნეს სპეციფიკა „თიბისის“ პორტფელისთვის განსხვავებული და განსაკუთრებულია, რადგან მაღალი ხარისხის გერმანული სტანდარტებით მომსახურება იგეგმება და ხორციელდება. ეს ჩვენი სერვისის და მომსახურების სფეროს ავითარებს. ჩვენი პარტნიორობა ძალიან კომპლექსურია და ძირითადად არასაკრედიტო პროდუქტებს მოიცავს. მსგავსი ღირებულებების მატარებელი ორი ძირითადი ფაქტორი მინდა აღვნიშნო - მომხმარებელზე ზრუნვა და ციფრული მიმართულებისკენ სწრაფვა და ამ მხრივ გადაწყვეტილებების მიღება", - აღნიშნა გიორგი დარჩიაშვილმა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები