საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საერთაშორისო კონფერენცია - "რეგიონული განვითარების პოლიტიკა საქართველოში" გამართა, სადაც წარმოდგენილი იყო ამ მიმართულებით მიღწეული შედეგები, გამოწვევები და პერსპექტივები.
კონფერენციაში მონაწილეობა ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საერთაშორისო და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ასევე დიპლომატიურმა კორპუსმა მიიღო.
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების იმპელემენტაციით, საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობა შემდგომ საფეხურზე ინაცვლებს, სადაც რეგიონული განვითარება ერთ-ერთი უმთავრესი და საკვანძო პრიორიტეტია.
ევროკომისიის ერთ-ერთი წევრის, მეთიუ ბუსკეს თქმით, ევროკავშირის გამოცდილება საქართველოს საკმაოდ დაეხმარება არსებული პრობლემების აღმოფხვრაში.
"ეს კონფერენცია იმ რეგიონალურ პოლიტიკას ეძღვნება, რომელსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ. ჩვენ განვიხილავთ ევროკავშირის გამოცდილებას რეგინალური განვითარების კუთხით. ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა სარგებელი შეიძლება მიიღოს საქართველომ მრავალსაფეხურიანი მმართველობიდან ნაციონალურ, რეგიონალურ და მუნიციპალურ დონეებზე. ევროკავშირის მოვალეობაა დაეხმაროს საქართველოს მოსახლეობას ამ სარგებლის მიღებისას" - განაცხადა მეთიუ ბუსკემ.

























