მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს რეზიდენტების მფლობელობაში $4.8 მილიარდის უცხოური აქტივებია|თიბისი კაპიტალი

დოლარი

საქართველოს რეზიდენტების მიერ უცხოური აქტივების შეძენის ბოლოდროინდელი ტენდენცია გრძელდება. ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიმოხილვაშია აღნიშნული.

დოკუმენტის მიხედვით, დეკემბრის მდგომარეობით, რეზიდენტების მფლობელობაში 4.8 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აქტივებია, რაც მშპ-ის 12.7%-ს შეადგენს.

"ამასთან, გარკვეულწილად შეცვლილია სტრუქტურა: თუ 2024 წელს ყველაზე დიდი წილი კომერციული ბანკების მიერ სავალო ფასიანი ქაღალდების შეძენაზე მოდიოდა, 2025 წელს კერძო სექტორის (ბანკების გარეშე) შესყიდვები გააქტიურდა, როგორც კოტირებული, აგრეთვე საინვესტიციო ფონდების აქციების კუთხით", - წერია თიბისი კაპიტალის მიმოხილვაში.

მაკროეკონომიკური განახლება სრულად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები