საქართველოს რკინიგზა 3 მილიონამდე ლარის შპალების შეძენას გეგმავს. შესყიდვის მიზნით ტენდერი უწყებამ უკვე გამოაცხადა. სატენდერო პირობებით შპალები წიწვოვანი ხის მერქნისგან უნდა იყოს დამზადებული და სპეციალური ანტისეპტიკური მასალით დამუშავებული. გამარჯვებულმა კომპანიამ შემსყიდველს მასალა ხელშეკრულების გაფორმებიდან ეტაპობრივად, 6 თვეში უნდა მიაწოდოს. აღსანიშნავია, რომ დანიშნულების ადგილებამდე შპალების მიტანას, თავად რკინიგზა უზრუნველყოფს, ხოლო ვაგონებში მათი ჩატვირთვის ვალდებულება- მიმწოდებელზეა.
ჯამში რკინიგზა 45 ათას ცალ შპალს შეიძენ, რომლებიც სარკინიგზო ხაზის ცალკეული უბნების სარეაბილიტაციოდ იქნება გამოყენებული.

























