მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს რკინიგზა: ძლიერმა ქარის მიერ შექმნილი პრობლემების გამო რამდენიმე რეისი შეყოვნდა

საქართველოს რკინიგზა

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო მახინჯაურში წაიქცა ხე, რამაც საკონტაქტო ქსელი დააზიანა, შედეგად კი რამდენიმე რეისი შეყოვნდა.

ამის შესახებ რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

"ძვირფასო მგზავრებო! დასავლეთში არსებული ძლიერი ქარის გამო, მახინჯაურში ხე წაიქცა და დააზიანა საკონტაქტო ქსელი. საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები მთელი ღამე მუშაობდნენ. ლიანდაგის გაწმენდითი სამუშაოების დასრულება რამდენიმე საათში იგეგმება.

მომხდარის გამო შეყოვნება აქვს რამდენიმე რეისს, თუმცა მოძრაობა სრულად დაახლოებით 12 საათისთვის განახლდება. აქვე აღსანიშნავია, რომ სურვილის შემთხვევაში მგზავრებს ბილეთების დაბრუნება შეუძლიათ, საქართველოს რკინიგზა მათ ბილეთის საფასურს სრულად აუნაზღაურებს", - ნათქვამია რკინიგზის განცხადებაში.