საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ზუგიდიდან თბილისისკენ მოძრავი ჩქაროსნული მატარებელი უამინდობის გამო, აგარა-გორის სარკინიგზო გადასარბენზე ტექნიკური მიზეზით გაჩერდა. უწყების ცნობით, ძლიერმა ქარმა, უხვმა ნალექმა და ელჭექმა საკონტაქტო ხაზის გაწყვეტა გამოიწვია. შედეგად ვერ მოხერხდა ელექტროენერგიის მიწოდება, რამაც მატარებლის მოძრაობა შეაფერხა.
„თბილისი-ზუგდიდის სამგზავრო მატარებლის ყველა მგზავრს კომპენსაციის სახით, ბილეთის საფასურის 50% უკან დაუბრუნდებათ. თანხის მისაღებად, მიმდინარე კვირის განმავლობაში მგზავრებს შეუძლიათ ნებისმიერ სალაროს მიმართონ.
საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტის გამო“, - განმარტავენ საქართველოს რკინიგზაში.

























