მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

5c136af4f3efc
თელარა გელანტია
14.12.18 12:45
1230
საქართველოს რკინიგზის განცხადებას ავრცელებს, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

ინტერნეტპროვაიდერის შეცვლასთან დაკავშირებით „საქართველოს რკინიგზაში“ ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც 14/12/2018-ში 24:00 საათიდან 15/12/2018 06:00 საათამდე მიუწვდომელი იქნება შემდეგი გარე სერვისები:

· სატვირთო გადაზიდვების ერთიანი სისტემა გარე მომხმარებლებისთვის - 14/12/2018 24:00 სთ-დან 15/12/2018 03:00 საათამდე.
· კომერციული სალაროებიდან ბილეთების გაყიდვის სერვისი - 14/12/2018 24:00 სთ-დან 15/12/2018 03:30 საათამდე.
· ინტერნეტ ბილეთების გაყიდვა - 14/12/2018 24:00 სთ-დან 15/12/2018 03:30 საათამდე.
· რკინიგზის კორპორატიული ვებგვერდი - 14/12/2018 24:00 სთ-დან 15/12/2018 04:00 საათამდე .
· რკინიგზის კორპორატიული ელექტრონული ფოსტიდან წერილების გაგზავნა და მიღება კორპორატიული ქსელის გარეთ - 14/12/2018 24:00 სთ-დან 15/12/2018 04:30 საათამდე.
· რკინიგზის თანამშრომლებისთვის გლობალურ ქსელში წვდომა (ინტერნეტი) - 14/12/2018 24:00 სთ-დან 15/12/2018 06:00 საათამდე.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები