საქართველოს რკინიგზა გერმანულ "დოიჩე ბანთან" ხელშეკრულებას გააფორმებს, რომელიც ჩინეთიდან, საქართველოს გავლით გერმანიაში ტვირთების გადაზიდვას გულისხმობს. როგორც საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გერმანულ მხარესთან ხელშეკრულება ხვალ გაფორმდება.
"ჩვენ გუშინ ხელი მოვაწერეთ ახალ გამჭოლ ტარიფებს. რაც ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვნად გაგვიადვილებს დამატებითი ტვირთების მოზიდვას.
ნაწილი ხელშეკრულებების გუშინ უკვე გაფორმდა და ხვალ გაფორმდება ხელშეკრულება გერმანის რკინიგზასთან. ეს შეეხება ტვირთების გადაზიდვას ჩინეთიდან გერმანიისკენ საქართველოს გავლით", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

























