"საქართველოს რკინიგზა" მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სპეც. ტანსაცმელს შეისყიდის
"საქართველოს რკინიგზა" სპეც.ტანსაცმელის შეძენაზე ტენდერს აცხადებს. კომპანია 1,1 მილიონი ლარის სამუშაო ტანსაცმლის, დამცავი აღჭურვილობისა და სამუშაო ტანსაცმლის აქსესუარების შეძენას გეგმავს. მათ შორის 4276 ცალი კომბინირებული უნიფორმაა, 6283 ერთეული საწვიმარი კომპლექტი და 6384 დათბილული ქურთუკი, ასევე დამცავი ჩაფხუტები, დამცავი სათვალეები და რესპირატორები. გამარჯვებულმა კომპანიამ დამკვეთს პროდუქცია ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 დღეში, ეტაპობრივად უნდა მიაწოდოს.