მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს რკინიგზა რეისებს 17 საათიდან განაახლებს

64a2720e02e09
ვიქტორია მღებრიშვილი
03.07.23 11:00
475
საქართველოს რკინიგზა რეისებს 17 საათიდან განაახლებს. ამის შესახებ რკინიგზის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის მარელისის სადგურთა ჩამოწოლილი მეწყერი სრულადაა გაწმენდილი. დღის მეორე ნახევარში კი შემდეგი რეისები შესრულდება:

„ძვირფასო მგზავრებო!

სადგურ მარელისთან ჩამოწოლილი მეწყერისაგან სრულად გაწმენდილია ლიანდაგები და აღდგენილია საკონტაქტო ქსელი. შესაბამისად, 3 ივლისის 17:00 საათიდან საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა განახლდება. კერძოდ, დღის მეორე ნახევარში შესრულდება შემდეგი რეისები:
მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები:
#804 თბილისი-ბათუმი 17:05
#807 ბათუმი-თბილისი 17:15
#801 ბათუმი-თბილისი 18:20
#812 თბილისი-ბათუმი 0:35
#811 ბათუმი-თბილისი 0:45
#869 ზუგდიდი-თბილისი 17:25
#874 თბილისი-ფოთი 17:30“, - ნათქვამია რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის: პირველ ივლისს სადგურ მარელისში, უხვმა ნალექმა და უამინდობამ მეწყერის ჩამოწოლა გამოიწვია. მეწყერმა მნიშვნელოვნად დააზიანა საკონტაქტო ქსელი და ლიანდაგები, რის გამოც საქართველოს რკინიგზამ 2 და 3 ივლისის რეისები გააუქმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები