მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს რკინიგზა სომხეთის მიმართულებით მოძრაობას 15 ივნისიდან განაახლებს

60bdee7f98b41
BM.GE
07.06.21 14:01
615
საქართველოს რკინიგზა ერევნის მიმართულებით მატარებლების მიმოსვლას 15 ივნისიდან განაახლებს. "საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, თბილისი-ერევანი-თბილისის მატარებელი ყოველდღე იმოძრავებს.

"განახლებული მიმართულება კი ქვეყანაში მეზობელი ქვეყნიდან ტურისტების შემოსვლასა და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს"-აცხადებენ რკინიგზაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისი-ერევანი-თბილისის რეისი პანდემიის გამო დროებით შეჩერებული იყო, თუმცა ქვეყანაში სახმელეთო საზღვრის გახსნისთანავე საქართველოს რკინიგზა რეისს აღადგენს. ბილეთების გაყიდვა უახლოეს დღეებში დაიწყება. სომხეთის გარდა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს აზერბაიჯანის რკინიგზასთანაც. მეზობელი ქვეყნის სახმელეთო საზღვრის გახსნისთანავე თბილისი-ბაქო-თბილისის მიმართულებაც განახლდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები