საქართველოს რკინიგზა თანამშომელთა წახალისებისთვის წავკისში 300 კაციან ღონისძიებას მართავს
"საქართველოს რკინიგზა“, თანამშრომელთა მორალური წახალისებისთვის ,,წავკისი ჰილსაიდში“ 300 კაციან ღონისძიებას მართავს. ღონისძიება 85 ათასი ლარი დაჯდება, რაც ერთ პერსონაზე გაანგარიშებით 283 ლარი გამოდის. რკინიგზამ გამარტივებული შესყიდვის წესით, ღონისძიების ორგანიზებისთვის ხელშეკრულება უკვე გაუფორმა სპს ,,ქეი ივენთს“. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ რკინიგზის 300 თანამშორმლის წავკისში ტრანსპორტირება და სარესტორნო მომსახურება უნდა უზრუნველყოს. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ღონისძიება ,,თანამშრომელთა მორალური და მატერიალური წახალისების ფარგლებში“ იმართება. მხარეებს შორის შეთანხმება 20 სექტემბრით თარიღდება, თავად ღონისძიება კი 5 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.