მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს რკინიგზა უამინდობის გამო რამდენიმე რეისს აუქმებს

საქართველოს რკინიგზა
07.02.24 13:59
1106

საქართველოს რკინიგზა დასავლეთ საქართველოში ამინდის გაუარესების გამო რამდენიმე რეისს აუქმებს და განმარტავს, რომ მგზავრებს რომლებსაც ჩამოთვლილ რეისებზე ბილეთები ჰქონდათ შეძენილი საფასური სრულად აუნაზღაურდებათ.

"დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, 7 თებერვალს უქმდება შემდეგი რეისები:
მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლები:
🔹 ბათუმი-თბილისი №801
🔹ზუგდიდი-თბილისი № 869
🔹თბილისი-ბათუმი № 804
🔹თბილისი-ფოთი 874.
ასევე, საგარეუბნო მიმოსვლის მატარებლები:
🔹 ზესტაფონი-ხაშური №6446
🔹 ხაშური-ზესტაფონი №6418
🔹 და ხვალ დილის ზესტაფონი-ხაშური №6417.
გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ. "- წერს საქართველოს რკინიგზა გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღესვე საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ინტენსიური ნალექების შედეგად განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია) - ბაღდათი - აბასთუმანი - ბენარას საავტომობილო გზის 24-ე კმ-ზე ჩამოსულია დიდი მოცულობის მიწა-კლდის მასა, რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები