მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოს რკინიგზა" უსაფრთხოების ღონისძიებებში 10,5 მილიონ ლარს დახარჯავს

5b937f3a5c206
BM.GE
08.09.18 14:05
858
საქართველოს რკინიგზა უსაფრთხოების ღონისძიებებში 10,5 მილიონ ლარს დახარჯავს. ხელშეკრულება ტენდერის გარეშე სსიპ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან ფორმდება.

შედეგად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ერთი წლის განმავლობაში „საქართველოს რკინიგზაში“ შემავალი ობიექტებსა და მატერიალურ ფასეულობებს დაიცავს. მოემსახურება საბილეთო სალაროებს სიგნალიზაციით და უზრუნველყოფს ინკასაციას.

„კერძოდ, განხორციელებულ უნდა იქნას სტრატეგიული დანიშნულების ხიდებზე, გვირაბებზე, სავაგონო პარკების, სავაგონო და სალოკომოტივო დეპოებში, ელმომარაგების შენობა ნაგებობებში, საბილეთო სალაროების ინკასაციის, გარკვეული მნიშვნელოვანი ობიექტების სიგნალიზაციით მომსახურება, სარკინიგზო მაგისტრალზე მოძრავი როგორც სპეციალური დანიშნულების ასევე, სახალხო მეურნეობის ტრანზიტული და ადგილობრივი ტვირთების, სამგზავრო მატარებლების დაცვის მომსახურება”,- ნათქვამია დოკუმენტაციაში.

უტენდეროდ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების მიზეზად მითითებულია ექსკლუზიური უფლებამოსილება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები