საქართველოს რკინიგზამ 2018 წელს, დაახლოებით, 2.8 მლნ. მგზავრი გადაიყვანა. 2019 წელს ეს მონაცემი დაახლოებით, 7%-ით გაიზარდა.
გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის რეკორდული მაჩვენებლის მიღწევის შედეგად, საქართველოს რკინიგზამ მგზავრთა გადაყვანიდან მიღებული შემოსავლის მაქსიმუმს მიაღწია. 2019 წელს ეს შემოსავალი 31 მლნ ლარამდე გაიზარდა მაშინ, როდესაც 2018 წელს ეს მაჩვენებელი 27 მლნ იყო.
ცნობისთვის, საქართველოს რკინიგზის სამგზავრო ვაგონების რაოდენობა 65-ია, მატარებლების საშუალო სიჩქარე კი, 75 კმ/სთ-ია.




























