მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს რკინიგზამ მგზავრებს დამოუკიდებლობის დღე მაგისტრალური მიმართულებით მოძრავ ყველა მატარებელში მიულოცა

647ef7229d7de
BM.GE
26.05.23 13:05
216
საქართველოს რკინიგზამ მგზავრებს, დამოუკიდებლობის დღე მაგისტრალური მიმართულებით მოძრავ ყველა მატარებელში მიულოცა.

დამოუკიდებლობის თემაზე მომზადებული სახალისო ვიქტორინის გამარჯვებულებს, კომპანიამ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

დაჯილდოვდნენ ის იღბლიანი მგზავრებიც, რომლებმაც ბილეთი 26-ე ადგილზე შეიძინეს. 26 მაისს, 17 საათსა და 10 წუთზე, სწორედ იმ დროს, როდესაც 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი გამოცხადდა, რკინიგზის სამგზავრო მატარებლებსა და სადგურებში საქართველოს ჰიმნი აჟღერდა.

(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები