მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საქართველოს რკინიგზაში” განახლება იწყება - რას მოიცავს პროექტი?

საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურა და მოძრავი შემადგენლობა განახლდება - სახელმწიფო კომპანია 50-მდე ლოკომოტივისა და 1 500 ვაგონის შეძენას გეგმავს. ამასთან, მიმდინარეობს ახალი ინსტრუქციების დანერგვა, რაც სატვირთო მატარებლებზე გადაზიდვების მოცულობას მნიშვნელოვნად გაზრდის. სიახლეებია სამგზავრო მიმართულებითაც. საქართველოს რკინიგზა 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვას გეგმავს. ამასთან, მიმდინარეობს ხუთი სამგზავრო მატარებლის კაპიტალური რემონტი და სამგზავრო სადგურებისა და ბაქნების რეაბილიტაცია. განახლების გეგემა დღეს საქართველოს რკინიგზამ სამთავრობო გუნდთან ერთად, ოფიციალურ პრეზენტაციაზე წარადგინა. რას შეცვლის დაგეგმილი პროექტები რკინიგზის ოპერირებაში?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები