მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელად ლაშა აბაშიძე დაინიშნა

სს

საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელად ლაშა აბაშიძე დაინიშნა. მან დავით ფერაძე შეცვალა.

ცნობისთვის, ლაშა აბაშიძე დავით ნარმანიას თბილისის მერობის პერიოდში მისი მოადგილე და დედაქალაქის ვიცე-მერიც იყო. ასევე, გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობისას, ის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა 2013 წლის 18 ნოემბრიდან 2014 წლის 13 ივნისამდე.

აღსანიშნავია, რომ უკვე ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე საქართველოს რკინიგზას 2017 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები