მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„საქართველოს რკინიგზის“ მატარებლების მოძრაობის გრაფიკი შეიცვალა

5fbb87fec7d59
ინგა მურუსიძე
23.11.20 14:03
862
„საქართველოს რკინიგზის“ მატარებლების მოძრაობის გრაფიკი შეიცვალა. რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ იმ შემთხვევაში, თუ მგზავრი ახალი გრაფიკის მიხედვით გამგზავრებას ვერ მოახერხებს და ბილეთი უკვე შეძენილი აქვს, მისი ღირებულება ანაზღაურდება.

განცხადებაში გრაფიკის ცვლილების მიზეზი განმარტებული არ არის.

"საქართველო რკინიგზის მატარებლების მოძრაობის გრაფიკი შეიცვალა. იმ მგზავრებს, ვისაც ადრე აქვთ მატარებლის ბილეთები შეძენილი და ვერ ახერხებენ ახალი განრიგის მიხედვით გამგზავრებას, ბილეთების დაბრუნება შეუძლიათ. საქართველოს რკინიგზა თანხის სრულად დაბრუნებას უზრუნველყოფს“, - ნათქვამია რკინიგზის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები