,,სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ დამფუძნებლის, HUB Georgia - ს ექსპერტის პაატა ცაგარეიშვილის განცხადებით, საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის მოვლა - შენახვა, განახლებაზე 2017 წელს 15.4 მლნ ლარი დაიხარჯა, რაც კომპანიის მთლიანი შემოსავლის მხოლოდ 3.5% -ია. ცნობისათვის დსთ-ს ქვენებში ეს დანახარჯი 15%-ს შეადგენს.
მისივე განმარტებით, ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვაზე და განახლებაზე გაწეული ხარჯები ყოველწლიურად მცირდება: 2012 წელს ამ თანხამ - 28.5 მლნ შეადგინა, 2017 წელს - 15.4 მლნ, ანუ პრაქტიკულად 46%-ით შემცირდა.
"ინფრასტრუქტურის მოვლა - შენახვა, განახლებაზე ფინანსური სახრების მოცულობა, მნიშვნელოვნად განსაზღვარავს ქსელის უსართხოებას და მოძრაობის სიჩქარეებს, რაც საბოლოო ჯამში ქსელის გამზიდუნარიანობაზე აისახება. კაპიტალური დანახარჯების შემცირების ფონზე კი იზრდება კომპანიის მოგების მარჟა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის სტრატეგიულ ამოცანას, არა ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვაზე ფინანსური სახრების დაზოგვა უნდა იყოს და შესაბამისად EBITDA - ს მაღალი მარჟის მიღწევა, არამედ, ქსელის ინფრასტრუქტურის უსაფრთოების და გამზიდუნარიანობის გაზრდა.
იმ პირობებში, როცა ყოველწლიურად, რკინიგზის შემოსავლის უმნიშვნელო ნაწილი - მხოლოდ 4-6 % მიემართება ინფრასტრუქტურის მოვლა - შენახვა განახლებაზე, რამდენად მიიღწევა, დარგის მიმართ, სახელმწიფოს მხრიდან გათვალისწინებული, სატრანსორტო დერეფნის გამართული ფუნქიონირების დასმული ამოცანა? „ - რიტორიკულ კითხვას სვამს ექსპერტი.

























