"საქართველოს რკინიგზის" ყველაზე წარმატებული საქმიანობა ფინანსურად იყო 2014-2015 წლები,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომელიც აქამდე "საქართველოს რკინიგზის" ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა.
კითხვაზე, რატომ შემცირდა რკინიგზის შემოსავლები ის პასუხობს:
"ყველაზე კარგი ინდიკატორი, რკინიგზის მუშაობის არის მისი ფასიანი ქაღალდების ტრენდი ბირჟაზე. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ბონდები კვოტირებს ლონდონის ბირჟაზე და არის საუკეთესო პოსტსაბჭოთა სივრცეში",- აცხადებს ბახტაძე.
მისივე თქმით, "საქართველოს რკინიგზაში" მოქმედებს კორპორატიული მართვა არსებობს შესაბამისი ბორდები, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის გამჭვირვალე საქმიანობას.
"საქართველოს რკინიგზას, ვფიქრობ, აქვს საუკეთესო შედეგი ამ კუთხით. ამის პასუხი ყველაზე ობიექტური იქნება გარე წილების მფლობელების მხრიდან. თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ, როგორც ჩვენი ბონდების მფლობელების შეფასებები, ასევე სხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტურების",- აცხადებს მამუკა ბახტაძე.

























