მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს რობოტიკის ეროვნული ნაკრების მიღწევა First Global-ის ოლიმპიადაზე

საქართველოს რობოტიკის ეროვნულმა ნაკრებმა First Global-ის ოლიმპიადაზე მონაწილეობა მიიღო და მსოფლიოდან ჩასულ 190 ქვეყანას შორის, კეთრინ ჯონსონის ვერცხლის ჯილდოც მოიპოვა - ინჟინრული დოკუმენტაციისთვის, რაც გამორჩეული აღიარება იყო ქართული გუნდის ინოვაციური მიდგომის, შრომისა და გუნდურობისთვის. ამ პრესტიჟული ჯილდოს მოსაპოვებლად გუნდებს დეტალური ინჟინრული დოკუმენტი უნდა ეჩვენებინათ, სადაც პროტოტიპიდან საბოლოო დიზაინამდე მთელი პროცესი ასახული იქნებოდა.

საქართველოს ნაკრების მიერ შექმნილი რობოტი გარდა იმისა, რომ ყველა დავალებას ასრულებდა, რაც კონკურსით გაწერილი იყო, ჟიურიმ განსაკუთრებულად დოკუმენტაციის ხარისხი, ანალიზის სიღრმე და სტრატეგიული მიდგომა შეაფასა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები