მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს როლი მსხვილ ენერგოპროექტებში

გვაქვს გეგმა „მწვანე დერეფნების“ შესაძლო გაერთიანებაზე, რომლებიც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ერთიანი ენერგეტიკული დერეფნის ნაწილი გახდება - ეს განცხადება აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ბუქარესტში გამართულ მინისტერიალზე გააკეთა, როდესაც შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელზე საუბრობდა. ფარვიზ შაჰბაზოვის თქმით, განიხილება აზერბაიჯან-საქართველოს ელექტროგადამცემ სისტემასთან ყაზახეთისა და უზბეკეთის დაკავშირება და აზია- ევროპის ენერგეტიკული დერეფნის შექმნა... ამ დერეფანში საკვანძო სწორედ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი იქნება, რომლის მშენებლობა დაახლოებით 3.5 მლრდ ევროდ არის შეფასებული. ელექტროკაბელი ერთ-ერთია იმ ენერგეტიკული პროექტებიდან რაზეც ბოლო წლებში საუბრები გააქტიურებულია და რომლებმაც საქართველოზე უნდა გაიაროს, თუმცა ენერგეტიკის სექტორში მომუშავე ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ ბოლო წლებში რეგიონული მნიშვნელობის და საქართველოსთან მჭიდროდ დაკავშირებული გადაწყვეტილებები ხშირად საქართველოს გარეშე მიიღება. შესუსტდა თუ არა საქართველოს მხრიდან ენერგეტიკული დიპლომატია და როგორია საქართველოს როლი რეგიონულ ენერგოპროექტებში?

სტუმარი: მურმან მარგველაშვილი - ორგანიზაცია „მსოფლიო გამოცდილება - საქართველოსთვის“ დამფუძნებელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები