მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია" საგანგებო განცხადებას ავრცელებს

5d0a01c017882
BM.GE
19.06.19 13:36
2074
"საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია" (GCA) საგანგებო განცხადებას ავრცელებს; ორგანიზაციის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაცია საქართველოს საავტორო უფლებებზე გავლენების უკანონოდ მოპოვებას ცდილობს. 

GCA-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ "საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაცია" (GERA) არის რუსეთის მხარდაჭერით შექმნილი და ის ქართველ ხელოვანთა საავტორო უფლებებზე ცდილობს გავლენის დამყარებას. საგანგებო განცხადებაში აღნიშნულია, რომ GERA-ს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, რუსეთში მოღვაწე ქართველმა მუსიკოსმა, დათო ხუჯაძემ ხელშეკრულება გააფორმა Warner Music-თან, თუმცა აღნიშნული ორგანიზაცია არა საერთაშორისო Warner Music-ი, არამედ მისი რუსული დანაყოფია, რომელსაც საკუთარი დაფარვის ტერიტორიის ჩამონათვალში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აქვს მითითებული. 

GCA-ს საგანგებო განცხადება:

"რუსეთის მხარდაჭერით შექმნილი საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაცია (GERA), რომელიც საავტორო უფლებებით მოსარგებლეებს უკანონოდ სთხოვს ჰონორარის გადახდას, აცხადებს, რომ მისი და ქართული კომპანია MOST-ის ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად გაფორმდა ხელშეკრულება Warner Music-თან.

ჩვენთვის ცნობილი გახდა ამ ხელშეკრულების რუსული სქემის და მისი საგანგაშო დეტალების შესახებ. კომპანია MOST-მა (ს/კ: 402121477 რეგისტრაციის თარიღი: 20.03.2019 დირექტორი და 49% წილის მფლობელი დავით ხუჯაძე, რომელიც ამავდროულად არის GERA-ს ერთ-ერთი დამფუძნებელიც, რაც ინტერესთა კონფლიქტია) რეგისტრაციიდან 10 დღეში, 2019 წლის პირველ აპრილს გააფორმა ხელშეკრულება არა Warner Music-ის სათავო ოფისთან, არამედ მის რუსეთის დანაყოფთან (დირექტორი ალექსანდრე ბლინოვი) რუსეთის დანაყოფს კი, საკუთარი დაფარვის ტერიტორიად, საქართველოსთან ერთად, მითითებული აქვს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები!", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. 

აპრილში, ქართველი ხელოვანები რუსეთის ავტორთა და შემსრულებელთა ორგანიზაციებს დისკრიმინაციულ ქმედებაში და მათი უფლებების დარღვევაში ადანაშაულებდნენ. ამის შესახებ აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ქართველმა კომპოზიტორებმა და შემსრულებლებმა საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის 2019 წლის 14 აპრილის საერთო კრებაზე მიიღეს. 

განცხადებაში ავტორები ასევე ეხმაურებიან საქართველოში, საავტორო უფლებების სფეროში შექმნილ ახალ ორგანიზაციას და მის საქმიანობას კანონსაწინააღმდეგოდ მიიჩნევენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები