მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საბანკო ასოციაცია უცხოელ კოლეგებს მასპინძლობს

საქართველოს საბანკო ასოციაციამ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან და IFC-ის მხარდაჭერით მოქმედ მდგრად საბანკო და საფინანსო ქსელთან ერთად სხვადასხვა ქვეყნის საბანკო ასოციაციებს უმასპინძლა. შეხვედრა მდგრადი დაფინანსებისა და გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობის თემას მიეძღვნა. ღონისძიება IFC-ის პარტნიორ შვეიცარიის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნოსთან თანამშრომლობით ჩატარდა. საქართველოს საბანკო სექტორი მდგრადი განვითარების მიზნების ინტეგრაციის კუთხით მოწინავეა რეგიონში და ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეგიონს გარეთ.

2022 წელს საქართველოს საბანკო ასოციაცია მდგრადი საბანკო საფინანსო ქსელის წევრი გახდა, ხოლო 2023 წელს IFC და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით ESG მიმართულებით ინსტიტუციონალური გაძლიერება მოახდინა. შეხვედრის მიზანი პარტნიორ საბანკო ასოციაციებთან თანამშრომლობის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება იყო. ღონისძიებაში სამხრეთ აფრიკის, მოლდოვას, სომხეთის, აზერბაიჯანის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის და სერბეთის საბანკო ასოციაციებმა მიიღეს მონაწილეობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები