მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს საბანკო სექტორის აქტივების ზომამ საქართველოს მშპ-ს ზომას მიაღწია

5c4b7c029e146
BM.GE
26.01.19 01:12
3492
2019 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორის ზომა 39,682,984,384 ლარის ტოლია. ეს ნიშნავს, რომ საბანკო სექტორის მთლიანმა აქტივებმა ზპმით საქართველოს მშპ-ის 96%-ს მიაღწია.

დღეისთვის საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი. მათ შორის ყველაზე დიდი 14-მილიარდიანი აქტივები თიბისი ბანკს აქვს, 13.2-მილიარდით მეორეზე კი საქართველოს ბანკია. 2014 წლის შემდგომ, საბანკო სექტორის მოცულობის ზრდაზე სექტორის რეალურ ზრდასთან ერთად, მნიშვენლოვანი გავლენა იქონია ლარის გაუფასურებამ, რამაც ლარებში გამოხატული აქტივების ზომა გაზარდა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის პირველი იანვრისთვის საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 5.1 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.9 პროცენტია.





გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები