"საქართველოს საბანკო სისტემა საკმაოდ მყარია, რომელსაც საკმაოდ კარგად აქვს არხები გაჭრილი კერძო კომპანიებთან", - ამის შესახებ ბიზნესკონტრაქტს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ განუცხადა. მისი თქმით, ბანკს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად საქართველოში არაერთი პროგრამა აქვს, რომლებიც მოიცავს ქალეის ჩართულობას ბიზნესში, DCFTA-ს შესაძლებლობების აღსრულებას და სხვა.
"მესმის, რომ საქართველოს ევროპული მისწრაფებები გააჩნია. პროდუქცია რომელსაც ადამიანები საქართველოში იძენენ ევროპული სტანდარტების უნდა გახდეს. რა თქმა უნდა, ინფორმაცია ხელმისაწვდომი საკმარისი რაოდენობით არ არის. ჩვენ ამ პროცესში მოკრძალებული წვლილი შეგვაქვს. ’’საქართველოს ბანკთან“ ერთად საქართველოს ბაზარზე იტალიური საკონსულტაციო კომპანია შემოვიყვანეთ.
ჩვენ კონკრეტული პროგრამები გაგვაჩნია, რომლითაც მაგალითად, რძის, ყველის მწარმოებლებს და მესაქონლეებს ვუჭერთ მხარს. ქვეყნის მასშტაბით მათთან მჭიდრო კონტაქტები გვაქვს. შეიძლება მთელ ქვეყანას ვერ მოვიცავთ, მაგრამ ამჟამად ჩვენი ძირითადი აქცენტი რძის წარმოებაა", - განაცხადა ბალვანერამ.

























