მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადი თებერვალში 25%-ით გაიზარდა

5c7f7754c48a4
BM.GE
06.03.19 11:21
907

"საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ინფორმაციით, 2019 წლის 2 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში, 625 236 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 25% აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მონაცემებს (500 687 ათასი მგზავრი).

უწყების ცნობით, თებერვალში მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში დაფიქსირდა.

კერძოდ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი თებერვალში 238 445 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 13%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. გარდა ამისა, ორ თვეში მგზავრთნაკადის ზრდამ, ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13% შეადგინა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი, 2019 წლის თებერვალში, 111%-ით გაიზარდა და 47 573 ათასიმ გზავრი შეადგინა. რაც შეეხება 2 თვის მონაცემებს, ჯამში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 103 468 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 112ით მეტია.

ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც. 2019 წლის თებერვალში, აღნიშნული აეროპორტით 14 278 ათასმა მგზავრმა ისარგებლა, რაც 87%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ორი თვის ჯამური მონაცემების მიხედვით კი, 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან შედარებით, ბათუმის აეროპორტში მგზავრთნაკადი 67%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები