მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია

59ce4c0e62148
BM.GE
29.09.17 17:33
820
საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2017 წლის 30 ივნისის მდგომარეობით -21.6 მლრდ აშშ დოლარი (-51.9 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც მშპ-ს (ბოლო ოთხი კვარტალის) -148.6 პროცენტია. აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 794.1 მლნ აშშ დოლარით გაუარესდა.

ეროვნული ბანკის ცნობით, 2017 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 8.4 მლრდ აშშ დოლარია (20.2 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 621.7 მლნ აშშ დოლარით აღემატება.

მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 29.9 მლრდ აშშ დოლარი (72.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელზე 1.4 მლრდ აშშ დოლარით მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები