საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები გერმანიაში გასამართ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.
საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სძლია.
საქართველოს ნაკრებმა 4 პენალტი გაიტანა, ხოლო ბერძნებმა 2 პენალტის გატანა შეძლეს.
ისტორიული შეხვედრა თბილისში, "დინამო არენაზე" გაიმართა.