მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს საფონდო ბირჟა პროგრამული უზრუნველყოფის მსოფლიოში ლიდერ კომპანიასთან ითანამშრომლებს

585a2124cbfdf
ელენე გოგბერაშვილი
21.12.16 10:27
1704
საქართველოს საფონდო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი ბაჩიაშვილი დღეს საფონდო ბირჟის მთავარ გამოწვევად შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას და პროგრამულ უზრუნველყოფას ასახელებს. როგორც გიორგი ბაჩიაშვილმა "ბიზნესკონტრაქტს" განუცხადა, დღესდღეობით არსებული სისტემა არ არის მორგებული უცხოელ ინვესტორებზე, რათა მათ დაიჭირონ ქართული ფასიანი ქაღალდები თავიანთ პორტფელში. მისი განმარტებით, სწორედ ამისთვის არის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა, რომ მოხდეს ქართული საფონდო ბირჟის მსოფლიო ბაზართან ინტეგრაცია. მისი თქმით, ამ მიზნით საფონდო ბირჟა მოლაპარაკებებს პროგრამული უზრუნველყოფის მსოფლიოში ლიდერ კომპანიასთან აწარმოებს.

"დღესდღეობით, სამწუხაროდ, საქართველოს საფონდო ბირჟაზე ძალიან მცირე ბრუნვებია. თუ არ მოხდება შესაბამისი ინფრასტრუქტურის განახლება ამ ბრუნვების გაზრდაც შეუძლებელი იქნება. ამჟამად დასრულებული გვაქვს მოლაპარაკება ერთ-ერთ დასავლურ კომპანიასთან, რომელიც არის მსოლფიო ლიდერი პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდებაში. ძალიან მალე დავიწყებთ ამ პროგრამის დანერგვას", - განუცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა "ბიზნესკონტრაქტს".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები