მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 103 მილიონი ლარის ობლიგაციები განთავსდა

5c17448fd6748
ლევან თაღიაშვილი
17.12.18 12:45
931
10 დეკემბერს „ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანიის" (ISIN) მიერ გამოშვებული 5 წლიანი, 103 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციები საქართველოს საფონდო ბირჟის A კატეგორიის ლისტინგში იქნა დაშვებული.

განთავსების აგენტი შპს "თიბისი კაპიტალი" იყო. 

ობლიგაციების მცურავი საპროცენტო განაკვეთი (კუპონი) მიება საქართველოს ეროვნული ბანკის 3-თვიან (91 დღიან) სადეპოზიტო სერტიფიკატის პროცენტს, პროცენტის კვარტალში ერთხელ გადახდით.

ობლიგაციების დაფარვის ვადაა 2023 წლის 20 ნოემბერი. ამჟამად ბირჟაზე სულ 37 ფასიანი ქაღალდია განთავსებული, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი, 1 მილიარდ 955 მილიონ ლარს შეადგენს.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები