მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 9 კომპანიის დელისტინგი განხორციელდა

5af1a255525b4
ლევან თაღიაშვილი
08.05.18 16:50
769
საქართველოს საფონდო ბირჟაზე 9 კომპანიის დელისტინგი განხორციელდა, მათ შორის ბირჟიდან მოიხსნა "ინდუსტრია ინვესტის", "ქუთაისის მინის ტარის ქარხანის" , "ფოთის წისქვილქარხნის" , "საქართველო-ლადას" , "საკარცხულის", "ორბელი-ტრანსის" , "თემქა პურის" და "თბილმარგარინმრეწვის".  მიზეზად “საქართველოს საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების სავაჭრო სისტემასა და ლისტინგში დაშვების შესახებ“ დებულების 5.12.8 და 5.12.6 პუნქტები დასახელდა, რომლის მიხედვითაც 6 თვის განმავლობაში სავაჭრო სისტემაში არც ერთი გარიგება არ დადებულა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საფონდო ბირჟაზე 74 სხვადასხვა კომპანიის ფასიანი ქაღალდია განთავსებული. ბირჟის საბაზრო კაპიტალიზაცია კი 2.5 მილიარდ ლარს შეადგენს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები