მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოს საფონდო ბირჟაზე დალისტული უნდა იყვნენ ჩემპიონი კომპანიები"

5b99376731486
სალომე მეცხვარიშვილი
13.09.18 10:20
1226
საქართველოს საფონდო ბირჟაზე დალისტული უნდა იყვნენ ჩემპიონი ქართული კომპანიები,- ამის შესახებ TBC Capital-ის ხელმძღვანელი ირაკლი ელაშვილი bm.ge-სთან აცხადებს. ასე ეხმაურება ელაშვილი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რამდენიმე ქართული კომპანია აღარ ივაჭრება და მათ ბირჟა დატოვეს.

ელაშვილის თქმით, თავად საფონდო ბირჟის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კომპანიებს საკმარისი თანხები არ აქვთ, რომ აუდიტური ფინანსური ანგარიშგება აწარმოონ.

„ჩემი პირადი შეხედულებაა, რომ საქართველოს საფონდო ბირჟაზე დალისტული უნდა იყვნენ ჩემპიონი ქართული კომპანიები, რომლებისთვისაც არც გამჭვირვალობა და არც სწორი ფინანსური ანგარიშგების გასაჯაროება არ უნდა იყოს პრობლემა. თუ კომპანიას არ აქვს იმის სახსრები, რომ თავისი ანგარიშკება აწარმოოს, ის ბირჟაზე არ უნდა ივაჭრებოდეს",- აცხადებს ირაკლი ელაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები